თბილისი მკვლელ ქალაქად გადაიქცა – რუსუდან გოცირიძე

თბილისი მკვლელ ქალაქად გადაიქცა – რუსუდან გოცირიძე

412
გაზიარება

დღევანდელი თბილისი მე გულს მიკლავს. ჩემი მშობლიური ქალაქიდან დღევანდელ თბილისში აღარაფერი აღარ დარჩა. დედაქალაქის ქუჩებში ხეტიალი მამშვიდებდა, მაბედნიერებდა, სიხარულით მავსებდა, ჩემთვის ერთგვარი თერაპია იყო, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ბავშვობის ქალაქი თვალსა და ხელს შუა განადგურდა.
თბილისი თავის თავს აღარ ჰგავს – არც ესთეტიკურად, არც ეკოლოგიურად. ჰაერი არ არსებობს ამ ქალაქში, ფილტვები ვეღარ სუნთქავს. თბილისი მკვლელ ქალაქად გადაიქცა. ბევრ ცუდ რამეს ვამბობ საქართველოს დედაქალაქზე, თუმცა ასეა ეს.
ყველაზე ძალიან მაღიზიანებს ის, რომ თბილისი ბეტონის ქალაქად გადაიქცა. ეს მუდამ დარჩება და ვერ გამოასწორებს მომავალი თაობა. ბეტონები თბილისს დაღად დაესმება.
მინდა, თბილისში ვნახო მეტი ავტობუსი, ვიდრე ავტომობილი. მინდა, ვნახო ადამიანები ფეხით და ტრანსპორტით მოსიარულენი, რაც გაამარტივებს გადაადგილებასა და მოძრაობას.

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი