კალაძე: მერია მზადაა ტაქსის მძღოლებთან ნებისმიერი პრობლემური საკითხი განიხილოს

კალაძე: მერია მზადაა ტაქსის მძღოლებთან ნებისმიერი პრობლემური საკითხი განიხილოს

199
გაზიარება

თბილისის მერის განცხადებით, მერია მზად არის ტაქსის მძღოლებთან მიმდინარე რეფორმის ნებისმიერი პრობლემური საკითხი  განიხილოს.
“ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და პირობას გაძლევთ, რომ იქნება მოწესრიგებული. არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის შეუძლიათ მობრძანდნენ და ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი. კიდევ ერთხელ ავუხსნიდით იმ სიკეთეებს. თუ  ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებს”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ  ტაქსისს მძღოლები პარლამენტთან ლეიბორისტული პარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტაქსების რეფორმის 2025 წლამდე გადავადებას ითხოვენ.

კომენტარი