საცობების წამალი Dahir Insaat-ისგან – გაამართლებდა თუ არა ის თბილისში? (ვიდეო)

საცობების წამალი Dahir Insaat-ისგან – გაამართლებდა თუ არა ის თბილისში? (ვიდეო)

393
გაზიარება

როგორი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მომავალში? სპეციალისტები დარწმუნებულები არიან,რომ უახლოეს 15 – 20 წელიწადში ახლანდელ  ავტობუსებს, ტრამვაის და ტროლეიბუსებს აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის და შესაძლებლობების ე.წ. სატრანსპორტო მოდულები ჩაანაცვლებს.
დიზაინერული კომპანია Dahir Insaat-ის სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მათი პირმშო, ე.წ. ჰიროსკოპული მოდული მგზავრების გადაყვანის ყველაზე სწრაფი და შეუფერხებელი საშუალება იქნება.
რეგულირებად “ფეხებზე” შემდგარი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც  300 მგზავრზეა  გათვლილი და საათში 60 -70 კმ/სთ -ს  ანვითარებს, საცობების  გვერდის ავლას თავისუფლად შეძლებს, – აცხადებენ Dahir Insaat- ის სპეციალისტები.
ამერიკული კომპანია inrix-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დიდი ქალაქების მაცხოვრებლები წელიწადში დაახლოებით 100 -200 საათს საცობებში ატარებენ.გამონაკლისი არც თბილისია თუ კონსულტაციების ჯგუფ ACT – ის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევას დავუჯერებთ, თბილისელების თითქმის ნახევარს, დღეში, საშუალოდ, 26 წუთი  უწევს საცობში დგომა. რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში თბილისელები საცობში, დაახლოებით, 158 საათს ატარებენ.

კომენტარი