ვარკეთილში „ ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტით ორი კომპანია დაინტერესდა

ვარკეთილში „ ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტით ორი კომპანია დაინტერესდა

729
გაზიარება

ახლო მომავალში, ვარკეთილში შესაძლოა, „ ხრუშჩოვკების“ რენოვაცია – ჩანაცვლება დაიწყოს.
თბილისის მერიის მიერ გამცხადებული ინტერესთა გამოხატვით  ორი კომპანია დაინტერესდა. როგორც მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ორივე კომპანია ქართულია და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსნებთ, რომ თბილისის მერიამ  ინტერესთა გამოხატვა ვარკეთილის  მესამე მასივში  მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ორჯერ გამოაცხადა.
არსებული მონაცემებით, მთლიანად თბილისში დაახლოებით, 512 “ხრუშოვკაა”, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით, 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავიათ. „ხრუშჩოვკები“ ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომში, ნაძალადევში და კრწანისში მდებარეობს.

კომენტარი