ირაკლი ხმალაძე: გოცირიძე – დიდუბის ხიდის ავარიულობა არ დადგენილა

ირაკლი ხმალაძე: გოცირიძე – დიდუბის ხიდის ავარიულობა არ დადგენილა

389
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გოცირიძე-დიდუბის ხიდის ავარიულობა არ დადგენილა. ხმალაძის განმარტებით, მეტროს ხაზს პერმანენტულად უტარდება შემოწმება და უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ ფიქსირდება.
„უშუალოდ ამ ხიდთან დაკავშირებით კომპეტენტური და კვალიფიციური ექსპერტების მიერ შემოწმება დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა. ხიდზე ავარიული ფაქტორები არ დადგენილა. თუმცა, იქ გარკვეული საკომუნიკაციო ქსელების პრობლემაა. სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, როგორც „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“, ასევე მუნიციპალური. ორივეს რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია. ამ ეტაპზე მეტროს მატარებლის მიერ ამ მონაკვეთზე სიჩქარის შენელება ხდება. თუმცა, ვიბრაციები და ბურჯების ჯდომის ნორმები აბსოლუტურად ნორმაშია. ეს კვალიფიციური ექსპერტების მიერ დადასტურებულია. შესაბამისად, ამ ხიდის ავარიულობას ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარი