კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

152
გაზიარება

კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა კიდევ ორ მისამართზე დასრულდა.
გორგასლის 99ა-ში და რუსთავის გზატკეცილის N44-ის მიმდებარედ, გრუნტის ჩამოშლის საფრთხის არსებობის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამგეობამ კედლის მოწყობის სამუშაოები განახორციელა.
აღნიშნულ მისამართზე გრუნტის დამჭერ კედელთან ერთად, მოეწყო კიბე და გაკეთდა მოაჯირი.
ამ ეტაპზე, ჯამში კედლების მშენებლობა უკვე ოთხ მისამართზე დასრულდა – წინანაურის ქუჩაზე, რუსთავის გზატკეცილის N44-ის მიმდებარედ, გორგასლის 99ა-ში და გორგასლის N39-ის მიმდებარედ. ხუთ მისამართზე კი – მიმდინარეობს:

• ოფრეთის შესახვევი;

• ფონიჭალა 4, კორპუსი N11-ის მიმდებარედ;

• გორგასლის N97 კორპუსი N3-ის მიმდებარედ;

• საბანაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ;

• ქუმსიაშვილის ქ. N 15-ის მიმდებარედ;

გასულ წელს კრწანისის რაიონის გამგეობამ გრუნტის დამჭერი კედელი 12 მისამართზე მოაწყო.

კომენტარი