ანძისა და რადიოქალაქის მომავალი ისევ გაურკვეველია – 25 მილიონაიან პროექტი ინვესტორის მოლოდინშია

ანძისა და რადიოქალაქის მომავალი ისევ გაურკვეველია – 25 მილიონაიან პროექტი ინვესტორის მოლოდინშია

151
გაზიარება

გასული წლის ბოლოს თბილისის მერმა  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და მუხიანში რადიოქალაქის განვითარების პროექტები წარუდგინა. ითქვა, რომ ორივე პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ქალაქის ტურისტული და სოციალ  – ეკონომიკური  პოტენციალის ზრდაში. ორივე პროექტის შესახებ დეტალურად ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ ისაუბრა.  როგორც მაშინ ბასილაიამ განაცხადა, თბილისის ანძისა და რადიოქალაქის განახლება – რეაბილიტაციაზე  ჯამში 25 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა და ორივე ობიექტზე დაახლოებით, 250 ადამიანი დასაქმდებოდა.

ეეეეეეეეეეეე-640x452 (1)პრეზენტაციიდან ოთხი თვის თავზე ირკვევა, რომ  ორივე პროექტის მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია.  ბასილაიას განმარტებით, რადიოქალაქზე  ინტერესთა გამოხატვა ერთ თვეში, ხოლო თბილისი ანძაზე ოდნავ მოგვიანებით გამოცხადება.  როგორც ბასილაია აცხადებს, რადიოქალაქის პროექტის საწყისი ღირებულება სავარაუდოდ, 16 მილიონი დოლარი იქნება, თბილისის ანძის განახლება-რეაბილიტაცია კი ინვესტორს 7-8 მილიონი დოლარი დაუჯდება.

2-751x420როგორც ცნობილია, თბილისის ანძის განახლება – რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტსმა“ ჩაატარა. რადიოქალაქის შემთხვევაში ეს სამუშაო „კოლიერსმა“ შეასრულა. ცნობილია ისიც, რომ თბილისის ანძა მომავალ ინვესტორს 25 წლიანი იჯარით გადაეცემა, ხოლო რადიოქალაქი გასხვისდება.

3-758x420სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის გეგმა, 70 მეტრის სიმაღლეზე რესტორნის გაკეთებას, სახურავზე კი – გადმოსახედის მოწყობას გულისხმობს.რაც შეეხება რადიოქალაქის პროექტს, დაგეგმილია ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა.

კომენტარი