დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

319
გაზიარება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის III, IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის, გამარჯვების, სამეგრელოსა და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილისა და ხიზამბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიისა და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ანდღულაძის, წალენჯიხის, კოტე ბაქრაძის, ყარყარაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, მიქელაძის, დურმიშიძის, შერვაშიძის, კაკაბეთის, ხარაბაძის, ყვარლის, აფანასიევის, ტოლენჯისა და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს I მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის VI კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, სერგო გუჯეჯიანისა და ალექსი შიუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირისა (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ერმილე ბედიასა და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დები იშხნელების, იოსებიძის, ცაგერისა და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გივი სვანიძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქა-ავშნიანის დასახლების, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიისა და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, ორპირის, აბანოს, გომის, მირზა შაფი ლაზახის, სალმის, სამღებროს, საადის, გორგასალის, ახუნდოვის, ბეთლემის, ირგვლივის, ჯემალ აჯიაშვილის, გრიშაშვილის, ძმები ზდანევიჩების, ბოტანიკის, შუშინის, თუმანიანისა და მარნეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლებისა და რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილისა და ორჯონიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარი