კახა კალაძე: მშენებლობებზე გამოვლენილ დარღვევებზე 10 მილიონის ჯარიმა გამოიწერა

კახა კალაძე: მშენებლობებზე გამოვლენილ დარღვევებზე 10 მილიონის ჯარიმა გამოიწერა

175
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმა  მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე დედაქალაქში 10 ჯერ გაიზარდა.
“2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობებზე და გახდა 25 ათასი ლარი; 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 ათასი ლარი გახდა; სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ კომპანია ვაიძულოთ უსაფრთხოების წესები, მუშების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, ჯარიმა 10-ჯერ გავზარდეთ – 30 ათასი ლარია დღეს ჯარიმა. სამწუხაროდ ჯერ კიდე არის ასეთი შემთხვევები და გვიწევს ობიექტების დაჯარიმება. 10-ჯერ გავზარდეთ ჯარიმა შეჩერებული მშენებლობების უნებართვოდ გაგრძელებაზე და 50 ათასი ლარი გახდა. ამოქმედდა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები.
აღნიშნულ დარღვევებზე 2018 წელს 10 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა”, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში ” პირისპირ”.
თბილისის მერის განცხადებით, ამ ცვლილებების შედეგად გარკვეული შედეგები უკვე არსებობს. კახა კალაძის თქმით, 2017 წელს თბილისის მასშტაბით, საწარმოო ტრავმისას 21 ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ კი რაც ცვლილებები განხორციელდა, 2018 წელს 9 ადამიანია დაღუპული.
“ეს არ ნიშნავს იმას რომ მაგრები ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ და გავითვალისწინოთ რეგულაციები და ნორმები. ამიტომ მინდოდა ახალგაზრდებთან შეხვედრა, თუ მათ აქვთ რაიმე საინტერესო მიმართულება, რაც მე ვერ გავითვალისწინე, მინდოდა მომესმინა მათგან ამის შესახებ. ერთობლივად ჩვენ შევძლებდით თუ არსებობს ჯერ კიდევ, ერთიანი ძალისხმევით აღმოგვეფხვრა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი