კრწანისში წყალარინების ქსელებსა და წყალსაწრეტ მილებს აწესრიგებენ

კრწანისში წყალარინების ქსელებსა და წყალსაწრეტ მილებს აწესრიგებენ

99
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე პროექტებს ახორციელებს.
ვერცხლის ქუჩა N24-ის, აბოვიანის N11-ისა და რუსთავის გზატკეცილის კორპუსი 12ვ/გ-ს მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულა. მსგავსი ტიპის სამუშაოები რუსთავის გზტკეცილის N271-ის,  N9 კორპუსის მიმდებარედ და დამატებით, კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს. ასევე, გრიშაშვილის N30-ში, ერეკლე მეორეს შესახვევის N3-ში და მოსე ხონელის N4-ში უკვე დასრულდა წყალსაწრეტი მილების გამოცვლა-რეაბილიტაციის სამუშაოები, გორგასლის N91-ში კი, მიმდინარე კვირაში დაიწყება.
პროექტი კრწანისის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ამხანაგობის განაცხადის საფუძველზე ხორციელდება.
გასულ წელს, აღნიშნული პროგრამის მიხედვით, 77 პროექტი დაფინანსდა. მიმდინარე წელს კი სამუშაოები სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი.

კომენტარი