“ტაქსების რეფორმა მძღოლებს არცერთი ლარი არ უჯდებათ და გაუგებარია, რას აპროტესტებენ”

“ტაქსების რეფორმა მძღოლებს არცერთი ლარი არ უჯდებათ და გაუგებარია, რას აპროტესტებენ”

313
გაზიარება

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ტაქსების რეფორმა მძღოლებს არცერთი ლარი არ უჯდებათ და გაუგებარია, რას აპროტესტებს მათი ნაწილი. როგორც ქალაქის მერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი იმ რეფორმათაგან, რომელთა მიზანიც სატრანსპორტო პრობლემისა და საცობების აღმოფხვრაა.
“ნებისმიერი თბილისელი იტყვის, რომ მას სურს ტაქსები მოწესრიგებული იყოს და მანქანას ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს – ტექდათვალიერებაგავლილი და სუფთა იყოს. ვინც საზოგადოებას ამ სერვისს უწევს, მათთვისაც მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება, რადგან ტაქსის მძღოლები ბენეფიტებს მიიღებენ.
მეც ვაპირებ შეხვდე და კიდევ ავუხსნა მათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეფორმა. ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ხორციელდება, გარკვეულწილად, სოციალურ დისკომფორტს წარმოადგენს.”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი