“ეგრე წინ დაუხედავად რომ არ ეძლიათ ნება სახლების აშენებისა” – 1878 წლის...

“ეგრე წინ დაუხედავად რომ არ ეძლიათ ნება სახლების აშენებისა” – 1878 წლის თბილისი

664
გაზიარება

„ივერია”, 1878 წლის 30 მარტი:
“ჩვენ მამა-პაპას რომ ცოტა შორ-მხედველობა ჰქონოდა, რასაკვირველია, დღეს ჩვენი ტფილისი, ბუნებრივად კარგის ჰაერით და მდებარეობით შემკობილი, ერთს სასიამოვნო ადგილად იქმნებოდა. ეგრე წინ დაუხედავად რომ არ ეძლიათ ნება სახლების შეჯგუფებისა, სახლების აშენებისა, საცა შესაძლო იქნებოდა ბაღები გაემართათ, ან გამართული არ გაეკაფინებინათ, მტკვრის კუნძულებზედ ჭალები შეენახათ, მტკვრის სანაპიროებზედ სახლები არ წამოეყუდებინათ და იქ ერთი ლაზათიანი ხევნარები დაემართნათ, შიგა და შიგ ქალაქში ფართო მეიდნები დაეგდოთ, ზოგი მეიდანი ბაღათ ექციათ, დღეს ჩვენი ტფილისი უკეთესს საცხოვრებელ ადგილად იქმნებოდა და არ დაუვარდებოდა ბევრს ადგილს ევროპისას, რომელიც ამ ჟამად აუარებელს ხალხს იზიდავს და აცხოვრებს. ჰაერი, მდებარეობა ტფილისისა ამას ყოველს ხელს შეუწყობდა.”

კომენტარი