„ზეციური მატარებელი“ ჩინელების შესრულებით – გაამართლებს ის თბილისში? (ვიდეო)

„ზეციური მატარებელი“ ჩინელების შესრულებით – გაამართლებს ის თბილისში? (ვიდეო)

334
გაზიარება

უკვე მეორე წლია, ჩინეთში „ზეციური მატარებლის“ ტესტირება მიმდინარეობს. ჩინელი ინჟინრების ახალი სატრანსპორტო კონცეფცია მეგაპოლისებზე გათვლილი, ხოლო მისი მთავარი ამოცანა საცობების გვერდის ავლით ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში მგზავრების შეუფერხებლად გადაყვანა იქნება. 70კმ/სთ სიჩქარით მოძრავ შემადგენლობას 510 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
ჩინეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, გერმანიასა და იაპონიასთან ერთად, სადაც ტრანსპორტის ეს სახეობა დაიწყებს ფუნქციონირებას.  დაკიდებული რკინიგზა ანუ „ზეციური მატარებელი“ პირველად გერმანიის ქალაქ ვუპერტალში 1901 წელს გამოჩნდა და  ის დღემდე ფუნქციონირებს. 1988 წელს Chiba Urban Monorail-ის 15-კილომეტრიანი დაკიდებული რკინიგზა იაპონიაშიც ააშენეს.

კომენტარი