ნიაღვარი ნუცუბიძის მესამე კვარტალში – წყალმა ქუჩები დატბორა (ვიდეო)

ნიაღვარი ნუცუბიძის მესამე კვარტალში – წყალმა ქუჩები დატბორა (ვიდეო)

332
გაზიარება

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მოედინება ქუჩაზე ნიაღვარი. ინციდენტი ნუცუბიძის მესამე კვარტალში, ჩხიკვაძის N35-ში მოხდა, სადაც  წყალსადენის მაგისტრალური მილი დაზიანდა.
როგორც “სითი კვირას” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განუცხადეს, დაზიანება, დაახლოებით, 16:00-ისთვის დაფიქსირდა და რამდენიმე წუთში, წყლის ნაკადის შესაჩერებლად, ჩამკეტი ურდულები დაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და მუშაობის დამთავრებისთანავე წყლის მიწოდება აღდგება.
აღსანიშანვია, რომ ინციდენტის გამო, წყალი მხოლოდ ნუცუბიძის მესამე კვარტალს არ მიეწოდება.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი