რომელი უბანი დაკარგავს პრესტიჟულის სტატუსს – რას შეცვლის გენგეგმა თბილისში?

რომელი უბანი დაკარგავს პრესტიჟულის სტატუსს – რას შეცვლის გენგეგმა თბილისში?

417
გაზიარება

მიმდინარე წლის 15 მარტს დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. გენგეგმის თანახმად, თბილისს ექნება  ახალი სატრანსპორტო მარშრუტები და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი რეკრეაციული ზონები. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ თბილისი კომპაქტური ქალაქი იქნება და მის გაფართოება ახალი უბნების შემოერთების ხარჯზე აღარ მოხდება. გარდა ამისა, დედაქალაქის მთელ რიგ უბნებში აიკრძალა K2 კოეფიციენტის გაყიდვა. რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი უძრავი ქონების ფასებზე,  რომელი უბანი გახდება უფრო პრესტიჟული და რომელი დაკარგავს ამ სტატუსს?
„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, ერთიანი დიაგნოზის დასმა ამ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ იქ, სადაც რეკრეაციული ზონები მოეწყობა, უძრავი ქონება გაძვირდება.  მისივე მოსაზრებით, ფასები დაიწევს იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი კონცენტრაცია იქნება, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებზე და იმ არეალებში,  სადაც ახალი სატრანსპორტო კორიდორები მოეწყობა. როსტომაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში უპირატესობა იმ უბნებს მიენიჭება, სადაც უკეთესი და ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობა იქნება. უბნის პრესტიჟულობასაც, ძირითადად, ეს ფაქტორი და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე, მაგრამ  მნიშვნელოვანი გარემოება განსაზღვრავს.

კომენტარი