თბილისის პარკინგის SMS სერვისი ამოქმედდა – როგორ და რისთვის გამოვიყენოთ ის?

თბილისის პარკინგის SMS სერვისი ამოქმედდა – როგორ და რისთვის გამოვიყენოთ ის?

698
გაზიარება

დღეიდან მძღოლებს საშუალება ექნებათ, თბილისის პარკინგის სმს შეტყობინების სერვისით ისარგებლონ, რომლის გასააქტიურებლად აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია თბილისის პარკინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge). თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მომხმარებელს SMS-ით შესაძლებლობა აქვს მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
✔️ შეძენილი პარკირების საშვის მოქმედების ვადა;
✔️ შეძენილი პარკირების საშვის ვადის ამოწურვის შეტყობინება 10 დღით ადრე;
✔️ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაჯარიმების შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);
✔️ საურავის დარიცხვის შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);
✔️ სპეციალურ საჯარიმო სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ;
მომსახურების გასააქტიურებლად, მომხმარებელს შეჰყავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი/ან პირადი ნომერი (ვის სახელზეც არის ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული) გრაფაში „sms შეტყობინების გამოწერა“. მონაცემების შეყვანის შემდეგ, დაფიქსირებულ მობილურ ნომერზე იგზავნება სპეციალური ტრანზაქციის კოდი, რომელიც მომხმარებელმა შესაბამის გრაფაშიუნდა შეიყვანოს და შემდეგ მიიღებს დასტურს მომსახურების გააქტიურების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ თბილისის სატრანპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე: (+995 32) 293-44-44

კომენტარი