ინსტალაციების ავტორის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა👇

ინსტალაციების ავტორის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა👇

407
გაზიარება

დღეს დედაქალაქის ქუჩებში დამტვრეული ავტომობილების სტენდები გამოჩნდა, თუმცა ამ ინსტალაციების ავტორის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
აღნშნულ საკითხს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხამურება  საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციის მიზანი ავტომობილის ფრთხილად მართვის პოპულარიზაციაა.
“აქციის მიზანია- კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე(სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობილურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე.
მსოფლიო და ევროპული გამოცდილებაა.
ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა.”- წერს ოგბაიძე.

კომენტარი