ვალდებულება, რომელიც მერიას ტაქსის მძღოლებთან უკან დახევის საშუალებას არ აძლევს

ვალდებულება, რომელიც მერიას ტაქსის მძღოლებთან უკან დახევის საშუალებას არ აძლევს

731
გაზიარება

ტაქსების რეგულაციების ამოქმედების პარალელურად, თბილისის ქუჩებში ტაქსის მძღოლების აქციები მიმდინარეობს. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ რეგულაციები ძალაში ეტაპობრივად უნდა შევიდეს, ნაწილი კი ამ რეგულაციების წინააღმდეგია. ერთმნიშვნელოვანი არც საზოგადოების და არც დარგის სპეციალისტების მოსაზრებაა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბური ცვლილებები საფუძვლიან კვლევებზე დაყრდნობით უნდა განხორციელებულიყო. მისივე თქმით, რეფორმის გატარებისას პრიორიტეტი არა ტაქსის მძღოლები, არამედ ფინანსური სარგებელი იყო.

sssssss“რეგულაციებს, არსებული ფორმით, არ ვეთანხმები, რადგან ეს ცვლილებები ყოველგვარი კვლევის გარეშე დაიწყო. წინასწარი კვლევებით არ განსაზღვრულა, თუ რა პრობლემები არსებობდა რეალურად და პროცესი, გარკვეულწილად, ჭორებს დაეყრდნო- იმას, რასაც ხალხი ამბობდა. მაგალითად, იმას, რომ ტაქსებში არ არის დაცული სანიტარული ნორმები, მძღოლებმა არ იციან ქუჩები, ავტომობილები ტექნიკურად გაუმართავია და ა.შ.  მნიშვნელოვანია, რომ სალიცენზიო პირობები ამ პრობლემების მოგვარებასაც ვერ უზრუნველყოფს.
ჩვენ ახლა ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ: ქალაქის მერი, ტაქსის ფერთან დაკავშირებით, უკან ვერ დაიხევს, რადგან მას გაყიდული აქვს სხვის ქონებაზე რეკლამის განთავსების უფლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ კალაძე თეთრად გადაღებვის ვალდებულებას მოხსნის, ტაქსის მძღოლი აღარ მივა სარეკლამო კომპანიასთან და მანქანაზე რეკლამას აღარ განათავსებს. არადა, ეს მერიამ უკვე გაყიდა. რეალურად, ტაქსის მძღოლებს დააკისრეს მოგონილი, ძვირიანი ვალდებულება და უთხრეს: აი, ჩვენ კეთილი ხალხი ვართ და ამას უფასოდ გაგიკეთებთო. ეს კარგად მოფიქრებული სქემაა.” – აცხადებს დავით მესხიშვილი.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, თეთრი ფერის შემოტანა მხოლოდ სარეკლამო ვალდებულების უკეთ გაყიდვას ემსახურებოდა მიზნად და არა საგზაო უსაფრთხოებას, რასაც ქალაქის ხელმძღვანელობა მთავარ მიზეზად ასახელებდა. ასე რომ, ტაქსზე კომპანია სხვადასხვაფერ რეკლამას გააკრავს, რაც თეთრი ფერის ფონზე, უფრო აღქმადი იქნება.
“ჩემი აზრით, ტაქსის მძღოლებმა სრულიად შეგნებული პოზიცია დაიკავეს. ისინი თანახმანი არიან იმაზე, რომ წელიწადში ორჯერ გაიარონ ტექინსპექტირება, დასუფთავებაზეც აგონ პასუხი და ა.შ. მაგრამ არ სურთ, რეკლამა ატარონ, პირობითად, ნაყინის ან ხელსახოცების. ძალიან ბევრი ტაქსისტი, საკუთარი ავტომანქანით, დამატებითი შემოსავლის საშოვნელად, ხშირად ტურისტებს სთავაზობს ისეთ მომსახურებას, რომლისთვისაც არ უნდა, მანქანას ტაქსის ვიზუალი ჰქონდეს.
მერმა ჩიხში შეიყვანა ტაქსის მძღოლები და თავადაც შეჰყვა. გამოსავალი იმაშია, რომ თბილისის მერიამ და სარეკლამო კომპანიამ გადახედონ ხელშეკრულებას ან შეცვალონ ის.” – აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

კომენტარი