ვახშამი ცაში – კოჯორში ახალი რესტორანი იხსნება

ვახშამი ცაში – კოჯორში ახალი რესტორანი იხსნება

522
გაზიარება

თბილისში ახალი რესტორანი იხსნება, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის – Dinner in the Sky (ვახშამი ცაში) ანალოგია.
რესტორანი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრში 15 მაისს გაიხსნება. სტუმრებს ვახშმობა 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან შეეძლებათ. მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდეა. რესტორანი ერთდოულად 22 ადამიანის მომსახურებას შეძლებს.
კომპანიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ფრენა“ უსაფრთხოა, თუმცა სტუმრებს რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ. მაგალითად, საპირფარეშოთი სარგებლობა სიმაღლეზე შეუძლებელია, აკრძალულია მოწევაც.
Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

კომენტარი