თეთრი ტაქსი – მერიის ახირება თუ ნორმა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს?

თეთრი ტაქსი – მერიის ახირება თუ ნორმა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს?

255
გაზიარება

უკვე ერთი კვირაა, თბილისელი ტაქსისტების ნაწილი მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც მათ ავტომობილის თეთრად გადაღებვას ან მათზე თეთრი ფირის (სტიკერის) გადაკვრას ავალდებულებს. როგორ გადაწყდება ეს დავა, ალბათ, ახლო მომავალში გაირკვევა. მანამდე ვნახოთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში.
შეიძლება ითქვას, რომ  ტაქსების ბიზნესი  ყველგან განსხვავებულად რეგულირდება. განსხვავებულია მათი ფერი, დიზაინი და მანქანის მოდელიც კი. მაგალითად, ბარსელონაში ტაქსის ფერი ჯერ კიდევ 1926  წელს განსაზღვრეს და მას  შემდეგ ქალაქში მხოლოთ შავ- ყვითელი ტაქსები მოძრაობენ.

ROwDD_c0Nuhair49tI1NcSeAasW8SD9m1R_PF6guk4Kyikao6Qa-5KoS_lwuigJ5sKe94QmviyUC_s3zmvACecGSnj9Tu0t-b_ikkaO0w3j08o6cE_FW6_3hQvSeQo6U

ანალოგიური ფერის ტაქსები მოძრაობენ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესშიც, იმ განსხვავებით, რომ ყვითელ ფერში აქ ავტომობილის სახურავია შეღებილი.

thumb_uploads_countries_Argentina_Transport-BA_sz69961_sz_Taxis

ყვითელი ფერის ტაქსები მოძრაობენ ნიუ იორკშიც.

new-york-taxi

ჰონგ-კონგში უპირატესობა წითელ ფერს მიანიჭეს.

gonkong

შევედეთის დედაქალაქ სტოკლჰომში შავი ფერის ტაქსები მოძრაობენ.

gonkong

შავი ფერისაა ტაქსები ლონდონშიც.

ROwDD_c0Nuhair49tI1NcUDbGqvIlnrraJ01xtCZ2HJAKAI3Y1nvsL1VCNLvtr2PBsBMJfjhUeQiO211_TcbkMikyFuHvStoEsWR7CRaLPYTT0WAtBseo5_N1xt0214z

გერმანიის ქალაქებში უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებენ.

germany

სიდნეიმაც თეთრი ფერი აირჩია.

avstraliya

კანადის ქალაქებში, ძირითადად, ყვითელი ტაქსები გადაადგილდება.

canadawikipediaorg

იაპონიის სხვადასხვა ნაწილში ბევრი სხვადასხვა ფერისა და სტილის ტაქსია. იაპონიას არ აქვს დაწესებული ლიმიტი ტაქსების დიზაინზე, ამიტომ ყველა კომპანია საკუთარ დიზაინს ადგენს.

j

კომენტარი