კალაძე – ტყუილია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს

კალაძე – ტყუილია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს

237
გაზიარება

ტყუილია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა.
„ყველა მძღოლმა ძალიან კარგად იცის, რომ  ფირის გადაკვრა ინახავს საღებავს, იცავს კენჭებისგან, გაფხაჭნისგან, დაზიანებებისგან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საკუთარ ავტომობილზე მაქვს გადაკრული და ვიცი. ყველა ის ტვირთი და პრობლემა, რაც შეიძლება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის ყოფილიყო, გავითვალისწინეთ. ეს რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ახლა მთავარია, რომ ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდეთ და მანქანა მოწესრიგებული იყოს. ბრენდირებული იქნება „ა“ კატეგორიის ტაქსები. ტაქსი არის ზოგადად ქალაქის სახე, შესაბამისად, იმ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომელიც წარდგენილი გვაქვს, ტაქსის რეფორმა არის ერთ-ერთი მიმართულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი