ტაქსების გადაღებვა და ფირის გადაკვრა 700 ლარით ფინანსდება – რამდენმა მძღოლმა ისარგებლა...

ტაქსების გადაღებვა და ფირის გადაკვრა 700 ლარით ფინანსდება – რამდენმა მძღოლმა ისარგებლა ვაუჩერით?

403
გაზიარება

ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პის და­წყე­ბამ­დე, 2019 წლის 1-ელ ოქტომ­ბრამ­დე, მო­ეს­წრე­ბა თუ არა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის გა­და­ღებ­ვა ან დას­ტი­კე­რე­ბა, ამა­ზე ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „ალმა“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნია „ალ­მას“ დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.
მისი თქმით, კომ­პა­ნია „ალმა“ მხო­ლოდ ღებ­ვა-დას­ტი­კე­რე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი წმენ­დის ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.
„ჩვენ ავ­ტო­მან­ქა­ნებს არ ვღე­ბავთ, არც ვას­ტი­კე­რებთ, მხო­ლოდ ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­ცე­მა­ზე ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შემ­დეგ კი, ტაქ­სის მძღო­ლი თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სად გა­და­ღე­ბოს-და­ას­ტი­კე­როს და გაწ­მინ­დოს ავ­ტო­მან­ქა­ნა“, – გან­მარ­ტა ტრა­პა­ი­ძემ.
ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან იწყე­ბა. ამ დრო­ი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი ტაქ­სე­ბი თეთ­რი ფე­რის, მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და ხუთ­კა­რი­ა­ნი უნდა იყოს; გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ასე­ვე ფლობ­დეს ლი­ცენ­ზი­ას. ამ დრო­ის­თვის ლი­ცენ­ზია თბი­ლის­ში 27 ათას მძღოლს აქვს აღე­ბუ­ლი.
კომ­პა­ნია „ალ­მას“ დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტაქ­სე­ბის თეთ­რად გა­და­ღებ­ვა და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე თეთ­რი ფი­რის გა­დაკ­ვრა ერთი და იგი­ვე თან­ხით – 700 ლა­რით და­ფი­ნანსდე­ბა.
რო­გორც გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ვა­უ­ჩე­რის და­სა­ხე­ლე­ბას შე­ე­ხო, სხვა პი­რო­ბე­ბი კი უც­ვე­ლი რჩე­ბა.
„სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში ერ­თა­დერ­თი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, თუ აქამ­დე გავ­ცემ­დით ღებ­ვი­სა და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩერს, ახლა გავ­ცემთ ღებ­ვა-დას­ტი­კე­რე­ბის და ქიმ­წმენ­დის ვა­უ­ჩერს. სხვა ყვე­ლა­ფე­რი – თან­ხა, პრო­ცე­დუ­რა, ვა­დე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა. 1 მან­ქა­ნის გა­და­ღებ­ვა ან დას­ტი­კე­რე­ბა ჩვე­ნი ვა­უ­ჩე­რით 700 ლარი ჯდე­ბა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ღებ­ვა-დას­ტი­კე­რე­ბის 138 ვა­უ­ჩე­რია გა­ცე­მუ­ლი, სა­ი­და­ნაც გა­ნაღ­დე­ბუ­ლია 21 ვა­უ­ჩე­რი. ასე­ვე, გა­ნაღ­დე­ბუ­ლია ქიმ­წმენ­დის 22 ვა­უ­ჩე­რი“, – გა­ნა­ცხა­და ტრა­პა­ი­ძემ.
მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია „ალ­მას“ პი­რო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა იმ ტაქ­სის მძღო­ლებ­ზე, ვინც ლი­ცენ­ზია 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე აიღო. ასე­თი კი, მი­სი­ვე თქმით, 15 ათა­სი მძღო­ლია.
რაც შე­ე­ხე­ბა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ვა­დას, ტრა­პა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვა­დაც უც­ვლე­ლია, თუმ­ცა, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი მა­საც შე­ე­ხოს.
„ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვადა არის უც­ვლე­ლი – 2 წე­ლია. ვა­დის ცვლი­ლე­ბა­ზე რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, მეც ვე­ლო­დე­ბი. რო­გორც ღებ­ვის ნა­წილ­ში მოხ­და ცვლი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ანა­ლო­გი­უ­რად მოხ­დეს კი­დევ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მე­რი­ას­თან არ გვაქვს“, – გა­ნა­ცხა­და ტრა­პა­ი­ძემ.
ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მე­რია ტაქ­სის მძღო­ლებს სთა­ვა­ზობს ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ღებ­ვის ნაც­ვლად მან­ქა­ნებ­ზე თეთ­რი ფირი გა­და­აკ­რან. ტაქ­სის მძღო­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე თეთრ ფირს უფა­სოდ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „ალმა“ გა­და­უკ­რავს. თუმ­ცა, ფი­რის გა­დაკ­ვრის შემ­თხვე­ვა­შიც, ისე­ვე რო­გორც შე­ღებ­ვი­სას, მძღო­ლებს მან­ქა­ნებ­ზე კომ­პა­ნია „ალ­მას“ რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა მო­უ­წევთ.

წყარო:ambebi.ge

კომენტარი