აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადს აღადგენენ

აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადს აღადგენენ

155
გაზიარება

ნავთლუღში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, პროეტების განხორციელება გრძელდება.
ამ დროისთვის, აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის აღდგენისა და დოდაშვილის ქუჩის N23-ში მდებარე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე პროექტის განსახორციელებლად, ისნის რაიონის გამგეობამ 209 310 ლარი გამოყო.
გარდა ამისა, დოდაშვილის N22-ისა და საექიმოს ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ისნის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გუმი“ ასრულებს, რომლის ღირებულება 79 762 ლარია.
ნავთლუღში მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

კომენტარი