ვაზისუბანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ვაზისუბანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

58
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა, ვაზისუბანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს პარალელურად, რამდენიმე მისამართზე ახორციელებს:

  • სკვერების რეაბილიტაცია-განახლება ბეგიაშვილის ქუჩაზე და ვაზისუბნის I მიკრორაიონის N3-12 კოპრუსებთან მიმდინარეობს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 70 962 ლარს შეადგენს;
  • წყალარინების ქსელი ვაზისუბნის I მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან იცვლება;
  • რკინა-ბეტონის საერთო სარგებლობის კიბეები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის N9 და N27 კოპრუსებთან ეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 5 842 ლარი გამოიყო;
  • ვაზისუბნის III მიკრორაიონის, I კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ, N16 საჯარო სკოლასთან გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა, რომელიც გამგეობამ 60455 ლარით დააფინანსა;
  • ვაზისუბნის დასახლების N5ა კორპუსთან შიდა ეზოს მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 12 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ლევან დავითაშვილთან და ირაკლი აბუსერიძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და საკრებულოს დეპუტატები პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდნენ და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

კომენტარი