ზღვისუბანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ზღვისუბანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

129
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობით, ზღვისუბნის(თემქა) მე-3 მკ/რ-ში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. თამარ ტალიაშვილმა ტერიტორია დღეს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
“ახალი ბაღის მშენებლობა, პირველ რიგში, მოხსნის გადატვირთულობის პრობლემას და უფრო მეტ ბავშვს ექნება სკოლამდელი განათლების სერვისის სარგებლობის შესაძლებლობა. დიდი მადლობა ქალაქის მერს, კახა კალაძეს. ეს იქნება მეორე ახალი ბაღი ზღვისუბნისთვის, ორი წლის წინ ურეკის ქუჩაზე 113-ე ბაღი აშენდა,’’- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
უახლოეს პერიოდში ბაღის შენობის პროექტი მომზადდება.  ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტებისაა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული იქნება.

კომენტარი