კოსტავას ქუჩაზე არსებულ თარგებში მულჩირების სამუშაოები ჩაატარეს

კოსტავას ქუჩაზე არსებულ თარგებში მულჩირების სამუშაოები ჩაატარეს

110
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, დედაქალაქის მასშტაბით, ნიადაგის მულჩირების სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაოები დღეს კოსტავას ქუჩაზე არსებულ თარგებში ჩატარდა.
მულჩირებისას მცენარეების ირგვლივ საგრძნობლად მცირდება სარეველა მცენარეების განვითარება, ასევე, ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში აღარ საჭიროებს ჯამების განახლება-გაფხვიერებას, სასუქების ინტენსიურ გამოყენებას, ამავე დროს, იგი 45-60%-ით ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას და ანახევრებს მცენარეთა მორწყვის ჯერადობას. ასევე, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მულჩში არსებული მიკროორგანიზმები, თავიანთი ცხოველმყოფელობის შედეგად, პერიოდულად ახდენენ ორგანული და ქიმიურად ძნელად ხსნადი ნივთიერებების ეტაპობრივ დაშლა-დენატურაციას, რაც განაპირობებს მცენარეებისათვის საკვები ელემენტების წარმოქმნა-შეთვისებას. ამასთან, მოსული ატმოსფერული ნალექი და მცენარეთა მორწყვა ხელს უწყობს მულჩში არსებული საკვები ელემენტების ნიადაგში თანდათანობით ჩადინებას და მის შერევას.
ასე რომ, მულჩირება ნიადაგს და მცენარეებს იცავს ზამთრის ყინვების, ძლიერი ქარებისა და ზაფხულის გვალვებისაგან. ატმოსფერულ ჰაერს მტვრის ნაწილაკებისაგან, ხოლო ნიადაგს ნეშომპალით ამდიდრებს. ამის საფუძველზე, ბიოლოგიურად აქტიურდება ნიადაგი და უმჯობესდება მისი ფიზიკური თვისებები.
მიწის ღია გრუნტის მულჩირება, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა, განსაკუთრებით კი დიდი ქალაქებისთვის, გლობალური დათბობისა და სმოგის წარმოშობის საწინააღმდეგო მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს.

კომენტარი