პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლოა, საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს – ხვალიდან ამინდი გაუარესდება

პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლოა, საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს – ხვალიდან ამინდი გაუარესდება

151
გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც. დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
17-18 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი, 3–4-ბალიანი ღელვა.
საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია, საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.
სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა, ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარი