როდის და რამდენი საზოგადოებრივი საპირფარეშო შეემატება დედაქალაქს?

როდის და რამდენი საზოგადოებრივი საპირფარეშო შეემატება დედაქალაქს?

146
გაზიარება

დაახლოებით, 8 თვეა, რაც თბილისში ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ. “სითი ბოქსები” დადგეს და ძალიან დიდი პრობლემის მოსაგვარებლად მცირე, თუმცა პირველი ნაბიჯები გადაიდგა. პროექტის პირველ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით, 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდა, თუმცა მათი რაოდენობა მალე გაიზარდება. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, დაახლოებით, 1 თვეში ქალაქს 6 ახალი საპირფარეშო დაემატება. არ არის გამორიცხული, რომ, მოთხოვნის შესაბამისად, მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ უკვე არსებული საპირფარეშოები მოწყობილია შემდეგ ლოკაციებზე⬇️
მეტროსადგურების: “დიდუბის” ქვედა და ზედა შესასვლელებთან, “ისნის”, “ავლაბრის”, “ნაძალადევის”, “სადგურის მოედნისა” და “სარაჯიშვილის” მიმდებარედ.
ბაღებსა და პარკებში: ალექსანდრეს ბაღში; რიყის პარკში; აღმაშენებლის გამზირის №19-ში არსებულ სკვერში; დ. გურამიშვილის ქუჩაზე კიკვიძის ბაღში; კუს ტბასთან და კუს ტბის გზაზე რესტორან “რაჭას” მიმდებარედ; დიღმის მასივში, მაიაკოვსკის სახელობის სკვერში და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
​ასევე, ქუჩებზე: ქეთევან წამებულის ქუჩის №76 მოპირდაპირე მხარეს, ც. დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ი. ჭავჭავაძის გამზირის №30-ის მიმდებარედ; ათონელის ქუჩაზე, ჩაჩავას ქუჩის №1-ის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე; დიღმის მასივში, ე. მიქელაძის ქუჩა №12-ში; სააკაძის მოედანზე; ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ და მის მოპირდაპირედ გულიას ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კომპანია “ყაზბეგის” ლუდის ქარხნის მიმდებარედ; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ და აგლაძის ქუჩაზე, ბაზრობის ზედა შესასვლელთან; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე „დეზერტირების ბაზრობის” მიმდებარედ; კახეთის გზატკეცილზე (ლილო); ა. წერეთლის გამზირზე “დინამოს” მიმდებარედ; ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე.

კომენტარი