საცობებს ზემოთ – მომავლის ტრანსპორტი, რომელიც ქალაქის ყოფას შეცვლის

საცობებს ზემოთ – მომავლის ტრანსპორტი, რომელიც ქალაქის ყოფას შეცვლის

215
გაზიარება

დიდ ქალაქებში ავტომობილებით გადაადგილება და  მათი პარკირება სულ უფრო რთული ხდება. გაუვალ საცობებში საათობით დგომა ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული. გამოსავლის ძიებაში ურბანისტების ნაწილმა არჩევანი საბაგიროებზე შეაჩერა. მათი აზრით, სწორედ საბაგირო გახდება ის ალტერნატივა, რომელიც მომავალში საზოგადოებრივ ტრანსპორტს და პირად ავტომობილებს ჩაანაცვლებს.

1f77c1dbad94c6b88e790f9471b2e870-5 ურბანისტების მტკიცებით, საბაგიროები არა მარტო მთაგორიან, არამედ ე.წ. ვაკეზე გაშენებულ ქალაქებშიც გაამართლებს და ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე  ის ღონისძიებები, რომლებიც ქალაქების საცობებისაგან განსატვირთავად ხორციელდება. რა თქმა უნდა, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ იდეის რეალიზაცია მსოფლიოს ბევრ ქალაქში უკვე დაიწყო. ალჟირი, გერმანული ნიდერდონფელდი, ხაიფა ისრაელში, პარაგვაის დედაქალაქი ასუნსიონი – ეს ის ქალაქებია, სადაც 2020 წლისათვის საბაგიროები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.

gallery_ropeway

2014 წელს ბოლივიის ქალაქ ლას პალმასში ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოში ყველაზე გრძელმა და დიდი გამტარუნარიანობის საბაგირო გზების ქსელმა, რომელიც წელიწადში 25 მილიონ მგზავრს ემსახურება. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ  ქალაქის ხელმძღვანელობა, დამატებით, 20 კილომეტრის სიგრძის ახალი ხაზის აშენებას გეგმავს.
საბაგირო გზა Mio Cable კოლუმბიის სიდიდით მესამე ქალაქ კალიში 2015 წელს აშენდა. 3-კილომეტრიანი ხაზის გამტარუნარიანობა წლიწადში 20 მილიონ მგზავრს აჭარბებს.

11111-640x362

2016 წელს ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საბაგირო ხაზების განვითარებას თბილისში საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. არსებობს გეგმაც, რომლის თანახმადაც, თბილისს შესაძლოა საბაგირო ქსელის ახალი მიმართულებები დაემატოს. საუბარია სამგორი-ვაზისუბნის და  მეტრო ახმეტელი-ზღვის უბნის საბაგიროთი დაკავშირებაზე. როგორც „სისტრას“ კვლევაშია მითითებული, ახმეტელი-ზღვის უბნის ხაზის სავარაუდო სიგრძე შესაძლოა, 766 მეტრი იყოს. სამგორი-ვაზისუბნის ხაზის – 2650 ან 1730 მეტრი.
კიდევ უფრო შორსმიმავალი იდეა აქვს ტოპოგრაფ კობა კიკნაძეს. იდეის არსი ამ შემთხვევაშიც ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა და კიკნაძის მოსაზრებით, ეს მისია სწორედ მრავალგონდოლიანმა საბაგიროებმა უნდა შეასრულოს, რომლებიც ქალაქის თითქმის ყველა ძირითადი მაგისტრალის გასწვრივ იმოძრავებენ. ვიზუალურად, კიკნაძის იდეა ასე გამოიყურება.

სლ-640x345

კომენტარი