სოფელ დიღომში ორი სპორტული მოედანი მოეწყობა

სოფელ დიღომში ორი სპორტული მოედანი მოეწყობა

94
გაზიარება

სოფელ დიღომში, მოსახლეობის თხოვნით, სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. ახალი მოედნები აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა.
ვაჟა-ფშაველას N3-ის მიმდებარედ ბეტონის საფარი და ლითონის მავთულ-ბადეები უკვე მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება და მოედნისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკასპორტი“ ახორციელებს.
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია პარალელურად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

კომენტარი