ტროტუარებთან ახლოს არსებულ კუნძებს ამიერიდან ასფალტის დაუზიანებლად ამოიღებენ

ტროტუარებთან ახლოს არსებულ კუნძებს ამიერიდან ასფალტის დაუზიანებლად ამოიღებენ

153
გაზიარება

თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ კუნძების ამოსაღები სპეციალური მოწყობილობა შეიძინა, რომლის მეშვეობითაც, ტროტუარებთან ახლოს არსებული კუნძების დაქუცმაცება/მულჩირება ასფალტის საფარის დაუზიანებლად იქნება შესაძლებელი. როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ახალი მოწყობილობის გამოყენება გამხმარი ხეების ადგილას ახალი ნერგების დარგვის შესაძლებლობას იძლევა.
“ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ დედაქალაქში მოჭრილი, დაავადებული, ზეხმელი ხეების კუნძები ტროტუარებთან ახლოს, რაც არცთუ კარგი სანახავია. აქამდე მათი ახალი ნერგებით ჩანაცვლება ვერ ხერხდებოდა, რადგან მისი ფესვიანად ამოღება ასფალტის საფარის და ბორდიურების დაზიანებას იწვევს.” – ნათქვამია პოსტში.

კომენტარი