დამტვრეული ავტომობილების ინსტალაციების ავტორი ცნობილია

დამტვრეული ავტომობილების ინსტალაციების ავტორი ცნობილია

484
გაზიარება

სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ქალაქების ქუჩებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დაამონტაჟეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
“სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები. ასევე, შეიქმნა ვებგვერდი formore.life და “ფეისბუქ-გვერდი”, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.”- აღნიშნავენ შსს-ში.

კომენტარი