კალაძე: მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ

კალაძე: მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ

187
გაზიარება

„მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ“, – ასე აფასებს თბილისი მერი იმ ტაქსის მძღოლების განცხადებას, რომლებიც ტაქსების რეფორმის 2 წლით გადავადებას ითხოვდნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
„ტაქსის მძღოლების განცხადება მოვისმინე და მივესალმები, რომ ისინი გაემიჯნენ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის შესაძლებლობას ვაძლევთ. მთავარია, რომ რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, მისი გადადება ვერ მოხდება, ეს ტაქსის მძღოლებს ავუხსენით. მათი მოთხოვნა, ასევე, არის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები დაშვებული იყოს „ბ“ კატეგორიაში, ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება, ამ ადამიანებს შევთავაზოთ, რომ შეძლონ ავტომობილების ჩანაცვლება და ისე გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროტესტის მონაწილე ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი არცერთ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში არ აყვებიან და ბრძოლას სუფთა ხელებით გააგრძელებენ. საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, ისინი მერიასთან მოლაპარაკების რეჟიმში არიან და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, წინასწარი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ.

კომენტარი