ოთხი ყველაზე ცნობილი ხანძარი მსოფლიო ისტორიაში

ოთხი ყველაზე ცნობილი ხანძარი მსოფლიო ისტორიაში

237
გაზიარება

გუშინ მთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზისკენ იყო მიმართული. საფრანგეთის დედაქალაქში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა. ხანძრის შედეგად, XII-XIV საუკუნეებში აგებული შენობა ძლიერ დაზიანდა, თუმცა მოხერხდა და ტაძარში შენახული ყველა რელიკვია გადარჩა.  გუშინდელისგან განსხვავებით, მსოფლიოს ახსოვს ხანძრები, რომლებიც ბევრად უფრო სავალალო შედეგებით დასრულდა:
1666 წელს ლონდონში გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც  4 დღე მძვინვარებდა, 13200 შენობა და 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

uzn_1412022773

17 ათასი შენობა და 300 ადამიანი შეეწირა 1871 წლის ხანძარს ჩიკაგოში.

uzn_1412022815

1906 წელს სან-ფრანცისკოში მომხდარი დამანგრველი მიწისძვრა, არანაკლებ საშინელი სტიქიური უბედურების, ხანძრის მიზეზი გახდა. დაიწვა 25 ათასი შენობა და 2 ათასი ადამიანი დაიღუპა.

uzn_1412022858

ტოკიო, 1923 წელი. ხანძრის მიზეზი, სან-ფრანცისკოს მსგავსად, აქაც მიწისძვრა გახდა. მარტო ტოკიოს ცენტრში, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი  მხუთავი გაზისგან, 40 ათასი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს ხანძარმა ტოკიოში 174 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

uzn_1412023014

კომენტარი