პარკინგი ზებრა გადასასვლელთან და ავარიის მაღალი ალბათობა თოფურიას ქუჩაზე

პარკინგი ზებრა გადასასვლელთან და ავარიის მაღალი ალბათობა თოფურიას ქუჩაზე

62
გაზიარება

ორგანზიაცია “იარე ფეხით” თბილისის მერიას ვაჟა ფშაველას გამზირზე, თოფურიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ორი ნაბიჯის” მაღაზიასთან საგზაო მონიშვნის წესების დარეგულირებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, მაღაზიის მომსახურე სადისტრიბუციო ავტომობილებს აჩერებენ ზებრა გადასასვლელზე, რომლის ახლოსაც საპარკინგე ადგილებია დახაზული.
“საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37.6 მუხლის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ეს არის ვაჟა ფშაველას გამზირი, თოფურიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუდმივად პირდაპირ ზებრა გადასასვლელზე აჩერებენ სადისტრიბუციო ავტომობილები, რომლებიც “ორი ნაბიჯის” მაღაზიას ემსახურებიან. ამ ადგილზე დარღვეულია საგზაო მონიშვნის წესები და ზებრა გადასასვლელთან ახლოს დახაზულია საპარკინგე ადგილები. სატვირთო ავტომობილების გაბარიტების გამო, ისინი უკიდურესად ზღუდავენ ხედვის არეს ქვეითებისა და მძღოლებისათვის, რაც ქმნის საავარიო ვითარებას. ამასთანავე, თოფურიას ქუჩაზე მდებარეობს ორი სკოლა და ორი საბავშვო ბაღი და შესაბამისად, აქ ძალიან ხშირად უწევთ ბავშვებს გადაადგილება. გთხოვთ, ან აღკვეთოთ აქ მანქანების გაჩერება, ან ხსენებული გადასასვლელი დაარეგულიროთ შუქნიშნით, რაც მეტ-ნაკლებად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის რისკს. “ორი ნაბიჯის” მენეჯმენტს ვთხოვთ, გააფრთხილოს დისტრიბუტორი მძღოლები, რომ არ გააჩერონ აქ სატვირთო ავტომობილი.

კომენტარი