“ნიუ-იორკი ქალაქთა ქალაქია” – გოგა ჩანადირის ფოტოკოლაჟი

“ნიუ-იორკი ქალაქთა ქალაქია” – გოგა ჩანადირის ფოტოკოლაჟი

203
გაზიარება

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში (ქალაქის ფოტოებთან ერთად) აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ნიუ-იორკის მაჯისცემაზე და საუბრობს და “ფეისბუქმეგობრებს” საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
“თითქოს არაფერი, მაგრამ ნიუ-იორკში მხოლოდ მეტროთი სარგებლობისას დიდი დრო გეკარგება.
ვერც ხვდები, დრო რა სწრაფად მიფრინავს. წამს არ უნდა ჩამორჩე, თორემ იმ დღის ნახევარ სანახაობას დაკარგავ.
წუხელ ისეთი დაღლილი ვიყავი, მეტროს სადგურს გავცდი.
ამ ქალაქში ყველა სადღაც გარბის. დროის ფასი იციან.
სამსახურებში დილის 8 საათიდან არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ 7-ის ნახევრიდან შინიდან გადიან და 5 საათიდან ფეხზე დგანან.
სამაგიეროდ, მუშაობას 4-ზე ამთავრებენ და მერე ყველაფრისთვის გზა ხსნილი აქვთ.
თვალის მიშტერებას ვერ ეგუებიან. თუმცა, რამე თუ გჭირდება, გეხმარებიან.
ქუჩაში უამრავი ადამიანია. ყველა თავაზიანია. წეღან ერთ კაცს დავეჯახე და ბოდიში აქეთ მომიხადა. ქალს რომ მხარი გავკარი, თვითონვე დამამშვიდა. დაძაბულ სახეებს ვერ ნახავთ.
გაკვირვებული ვარ, ცათამბჯენების სიმრავლის მიუხედავად, როგორ ახერხებენ მწვანე სივრცეების მოვლა-შენარჩუნებას.
მტვერი და გამონაბოლქვი საერთოდ არ არის.
კიდევ ერთი, რაც ყურადღებას იქცევს, შვეულმფრენებია. სულ დაფრინავენ.
მოკლედ, ნიუ-იორკი ქალაქთა ქალაქია.
თუმცა, ვფიქრობ, რომ ის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ღამეა. დამბოდან დანახული ქალაქი კი განსაკუთრებით თვალწარმტაცია.”- წერს ფოტოგრაფი.

კომენტარი