საგანმანათლებლო პროექტის – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ – ნახევარფინალური თამაში დაიწყო

საგანმანათლებლო პროექტის – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ – ნახევარფინალური თამაში დაიწყო

68
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ – ნახევარფინალური თამაში დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად დაიწყო.
თბილისში, სასტუმრო “ბილტმორის” დარბაზში, პირველ თამაშს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთისა და თელავის სკოლების გუნდები თამაშობენ.
ნახევარფინალში მონაწილეობს პროექტში დარეგისტრირებული საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 280-მდე სკოლის გუნდი, თითოეული 5 მოსწავლის შემადგენლობით.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები.
ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს უძღვება საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?”.
ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 22 მაისს თბილისში გაიმართება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

კომენტარი