გაიცანით გაჭირვებაში ჩავარდნილი ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და მათი მხსნელები (ფოტოკოლაჟი)

გაიცანით გაჭირვებაში ჩავარდნილი ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და მათი მხსნელები (ფოტოკოლაჟი)

143
გაზიარება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისის მერიასთან 2015 წელს შეიქმნა. მის ფუნქციებში შედის დედაქალაქში უპატრონო ცხოველების პოპულაციის კონტროლი, მოსახლეობის დაცვა აგრესიული ცხოველებისგან, ცხოველისა და ადამიანის თანაარსებობისთვის გარემოს შექმნა.
როგორც უწყების Facebook – გვერდზეა მითითებული, გასულ კვირას სააგენტოს თანამშრომლებმა ცხრა უპატრონო ცხოველი გადაარჩინეს.ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა და უვნებელი ცხოველები ბინადრობის არეალს დაუბრუნდნენ.

მაშველებმა გადაარჩინეს:

წიწამურის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აივნის სახურავზე ასული კატა;

მაღალი ძაბვის ჯიხურში შემძვრალი კნუტი;

უნივერსიტეტის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ვერანდის სახურავზე ასული კატა;

 თბილისის ზღვის პლაზას მიმდებარედ ჭაში ჩავარდნილი ძაღლი;

ბახტრიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის კონსტრუქციაში გაჭედილი კატა;

ცოტნე დადიანის ქუჩაზე 4-5 მეტრის სიმაღლის ხეზე ასული კატა;

კერძო ტერიტორიაზე ჭაში ჩავარდნილი ლეკვი;

ვარდების ბაღში 9-10 მეტრის სიმაღლის ხეზე ასული კატა ;

ბარაკონის ქუჩაზე კერძო ტერიტორიაზე თხრილში ჩავარდნილი ძაღლი.

აქვე გთავაზობთ ფოტოებს, რომელზეც გადარჩენილი ცხოველები და მათი მხსნელებია ასახული.

 

კომენტარი