თბილისის შემოგარენში თოვს

თბილისის შემოგარენში თოვს

527
გაზიარება

თბილისის შემოგარენში თოვს. აპრილში აყვავებული დათოვლილი ხეების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვარაუდობდნენ. მისივე თქმით, ამჟამად თოვს ვერეს ხეობაში, წყნეთის შემოგარენში დღეში, ორბეთში, კოჯორში.
გარდა ამისა, თოვდა კახეთშიც, გომბორზე. დედოფლისწყაროში დილით თოვლჭყაპი იყო, რომელიც შეწყდა.
„რაც შეეხება თბილისს, დღეს და ხვალ იწვიმებს. ტემპერატურა დღისით 9-11 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის დაბალი ტემპერატურა 23 აპრილამდე გაგრძელდება, 24 აპრილს კი მოიმატებს“, – აცხადებს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლი კვლავ არის მოსალოდნელი.

წყარო:kvira.ge

კომენტარი