სამგორში სამი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო რეაბილიტირდა

სამგორში სამი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო რეაბილიტირდა

99
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოებს აწარმოებს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა სამ მისამართზე: ბ. ხმელნიცკის N1 კორპუსი, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის N13 და N30 კორპუსები. ამჟამად სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.
ასევე, სამი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო რეაბილიტირდა; შესაბამისი სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-2 რიგში, N3 კორპუსშიც მიმდინარეობს.
სადარბაზოების მოწესრიგებასთან ერთად, სამ მისამართზე სადარბაზოში შესასვლელის გადახურვა მოეწყო. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-2 რიგში, N1 კორპუსში კი ამჟამად ეწყობა.
ასევე, საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობის კარი ოთხ მისამართზე დამონტაჟდა. უახლოეს მომავალში ახალი კარი კიდევ ორ მისამართზე ექნებათ.
ამასთან, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე, სენსორული განათება სამ მისამართზე დამონტაჟდა: ჭიჭინაძის ქ. N9, მოსკოვის გამზირი N36 და ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონი, კორპუსი N30.

კომენტარი