მრგვალ ბაღს რეაბილიტაციას უტარებენ

მრგვალ ბაღს რეაბილიტაციას უტარებენ

117
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკეში, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოხდება ბაღის სამხრეთ ნაწილში ნიადაგის მულჩირება, დავიწროვდება საფეხმავლო ბილიკები და გაიზრდება მწვანე საფარი.
სრულად შეიცვლება არსებული ღობე და რეაბილიტირდება ბაღის ცენტრში მდგომი შადრევანი.
დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ბუჩქი და სურო. ბაღის ტერიტორია გამოთავისუფლდება ხმობადი და დაავადებული ხეებისაგან.
ბაღის ჩრდილოეთ (რ. ერისთავის ქუჩისკენ) და აღმოსავლეთ (ვ. ბარნოვის ქუჩისკენ) გასასვლელებში მოეწყობა ქვეითთა (ზებრა) გადასასვლელები ისე, რომ ვიზიტორებმა უსაფრთხოდ შეძლონ ბაღში მოხვედრა და უკან გამოსვლა ტროტუარის გავლით.
აღსანიშნავია, რომ მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას თბილისის მერია ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს.
განახლებული ბაღის დიზაინის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, გარემოს დაცვის მოძრაობებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები.

კომენტარი