22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

153
გაზიარება

დღეს, 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
ეს დღე აღინიშნება მას შემდეგ, რაც 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა.

კომენტარი