ჭონქაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

ჭონქაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

115
გაზიარება

მთაწმინდაზე, ჭონქაძის №7-ში, ახალი სკვერი მოეწყო.
რეკრეაციული სივრცისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 37 ათასი ლარი დაიხარჯა.
ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო – რეზინისფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა.
სკვერში მოეწყო ბილიკები, განათების ქსელი და გამწვანების თარგები, სადაც მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეები დაირგო.

კომენტარი