როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვადასხვა ქვეყანაში?

როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვადასხვა ქვეყანაში?

1405
გაზიარება

ქრისტიანული სამყაროსთვის აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. თითოეულ ტრადიციას საკუთარი ისტორია ახლავს, რომელიც, კულტურათა განსხვავებულობის წყალობით, გამორჩეული და საინტერესოა. წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელთაც აღდგომის აღნიშვნის განსაკუთრებული ტრადიცია აქვთ.

1.უნგრეთი
hungary-water_2179332k
“მიშხეფება” პოპულარული უნგრული ტრადიციაა, რომლის დროსაც ბიჭები გოგონებს თავზე აპკურებენ  სურნელოვან სუნამოს, ოდეკოლონს ან წყალს და სთხოვენ კოცნას. მათ წამთ, რომ ეს ტრადიცია განწმენდასთან, მკურნალობასთან და დოვლათთან არის დაკავშირებული.

2.საფრანგეთი

Haux-France-giant_easter_omelette1

საფრანგეთის ქალაქ Haux-ში აკეთებენ 4500-კვერცხიან, გიგანტურ ომლეტს, რომელსაც ქალაქის მთავარ მოედანზე 1000-მდე ადამიანი შეექცევა. ამბის ისტორია ნაპოლეონის დროიდან იწყება, როცა მისი არმია საფრანგეთის სამხრეთით გადაადგილდებოდა. მეომრები ერთ პატარა ქალაქში შეჩერდნენ, სადაც ომლეტები შეჭამეს. ნაპოლეოს ისე მოეწონა ომლეტი, ქალაქის მაცხოვრებლებს მეორე დღეს უბრძანა, შეეგროვებინათ კვერცხები და არმიისთვის გიგანტური ომლეტი დაემზადებინათ.

3.ბრაზილია

20090412-San-Miguel-0127

გარდა იმისა, რომ ბრაზილიელები ფეხბურთის გამორჩეული ქომაგები არიან, ტრადიციებიც გამორჩეული და განსხვავებული აქვთ. მაგალითად, სააღდგომოდ ისინი ქმნიან ფიტულს, რომელიც იუდას განასახიერებს. ადამიანები ფიტულს ურტყამენ და ქუჩებში სახრჩობელებზე კიდებენ.

4.ესპანეთი

Easter-in-Seville

ესპანეთში, კერძოდ, სევილიაში აღდგომის აღსანიშნავად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღლუმი იმართება, რომელშიც 52 სხვადასხვა რელიგიური გაერთიანება მონაწილეობს. აღლუმის მონაწილეების მიზანი ქუჩებში ჯვარცმის დემონსტრირებაა. მსვლელობას ყოველთვის ათასობით მაყურებელი ჰყავს.

5.შვედეთი

7017572065_61489ed7ab_o

აღდგომა შვედეთში ერთგვარი ჰელოუინია. ბავშვები – წითელი ლოყებით, გრძელი კალათებითა და ფერადი თავსაბურავებით – ჯადოქრების ფორმაში ეწყობიან და სამეზობლოში კარდაკარ სიარულს იწყებენ. ბავშვებს იმედი აქვთ, რომ ფერადი  ნახატების სანაცვლოდ, მასპინძლებისგან ტკიბილეულს მიიღებენ.

6.საბერძნეთი

53f6cd2d8f30ec596a606ce38cabd49e

საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე “ქვაბების სროლის” ტრადიციაა. ადამიანები საკუთარი სახლების ფანჯრებიდან ქუჩებში ისვრიან ქოთნებსა და თიხის სხვა ჭურჭელს. მათ ჯერათ, რომ ამ ტრადიციით, სიმბოლურად ესალმებიან გაზაფხულს და ახალ მოსავალს, რომელსაც ახალ ქოთნებში შეაგროვებენ.

7.ინდონეზია

1

ინდონეზიაში მცხოვრები ქრისტიანების უმეტესობა კათოლიკეა და მათი რაოდენობა, დაახლოებით, 7 მილიონამდე აღწევს. აღდგომას აქაც განსხვავებულად აღნიშნავენ. ახალგაზრდები ირგებენ იესო ქრისტეს როლს და მათ სხვადასხვა ადგილას დემონსტრაციულად “აკრავენ” ჯვარზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ტრადიციის აღსრულება თითოეული მათგანისათვის პატივია.

8.ჩეხეთი

Velikonoce - "legrúti" - pomlázka

ჩეხური სააღდგომო ტრადიციით, მამაკაცები ქალებს “შოლტავენ”. ცხადია, ეს ყველაფერი ტკივილსა და ძალადობას არ უკავშირდება. სიმბოლურად, ხელნაკეთი შოლტები ტირიფისგანაა დამზადებული და ფერადი ზონარებითაა გაფორმებული. ლეგენდის მიხედვით, ტირიფი გაზაფხულის პირველი ხეა, ამიტომ მისი სიცოცხლისუნარიანობა და ნაყოფიერება ქალს უნდა გადაეცეს.

9.ბულგარეთი

download

ისევე, როგორც ჩვენთან, “კვერცხების დაჭიდების” ტრადიცია ბულგარეთშიც საკმაოდ პოპულარულია. შერკინების დასრულების შემდეგ, გამარჯვებულად ცხადდება ის, ვისი კვერცხიც ბრძოლებს გაუძლებს და მთელი იქნება. ბრძოლაში გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებული მომავალი წლის მანძილზე ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრი იქნება.

10. გერმანია

AP120321086965

ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც სააღდგომო კვერცხები დამალულია და ბავშვების მთავარი თავსატეხი მათი მიგნებაა, გერმანიაში ისინი ხეებზე და სხვადასხვა ქუჩაზე თვალსაჩინოდ არის გამოფენილი. ზოგიერთი ხე ათასობით ფერადი კვერცხით არის მორთული.

კომენტარი