ჩრდილოეთის ციალი – ის, რაზეც ყველა საუბრობს

ჩრდილოეთის ციალი – ის, რაზეც ყველა საუბრობს

326
გაზიარება

ალბათ, თითოეული ჩვენგანი ვიცნობთ ადამიანს (თუ თავად არ ვართ ის), რომელიც პოლარული ნათების ანუ ე.წ. ჩრდილოეთის ციალის ნახვაზე ოცნებობს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა ინტერნეტში მრავლად მოიძებნება, თუმცა ისინი ამ ფენომენს ბოლომდე მაინც ვერ გადმოსცემენ. იმისათვის, რომ ნამდვილად შეიგრძნო ის, აუცილებლად პირადად უნდა ნახო.
პოლარული ციალი გაზაფხულსა და შემოდგომაზე უფრო ხშირია, ვიდრე ზამთარსა და ზაფხულში. სიხშირე პიკს საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, დაახლოებით, იმდენი, რამდენიც 5,5-ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც კიდევ ერთხელ მოგანდმობეთ ამ საოცარი სანახაობის ნახვას:

კომენტარი