ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა – „ბაუჰაუსელი ქალები“ – გაიმართება

ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა – „ბაუჰაუსელი ქალები“ – გაიმართება

64
გაზიარება

3 მაისს, 17:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გამოფენას – „ბაუჰაუსელი ქალები“ – უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ცნობით, გამოფენა ეძღვნება ბაუჰაუსის მოძრაობის დაფუძნების 100 წლის იუბილეს და 11 მაისამდე გასტანს.
პროფესორი ულრიკე მიულერი გახსნის დღეს წაიკითხავს ლექციას – “ბაუჰაუსელი ქალები და ფემინისტების გამოსვლა თანამედროვე ეპოქაში” და, აგრეთვე, ჩაატარებს გამოფენის ტურს.
გამოფენის ფარგლებში,  4 მაისს, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება ფილმი “ლოტე ბაუჰაუსში” გერმანულ ენაზე, ქართული სუბტიტრებით.
გამოფენა ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისა და ერევნის გოეთეს ცენტრის თანამშრომლობით.

კომენტარი