თბილისის საკრებულო ფოტოგამოფენას – „გარდამავალი ნარატივი“ – უმასპინძლებს

თბილისის საკრებულო ფოტოგამოფენას – „გარდამავალი ნარატივი“ – უმასპინძლებს

110
გაზიარება

4-8 მაისის ჩათვლით, თბილისის საკრებულოს შენობაში, ფოტოგამოფენა – „გარდამავალი ნარატივი“ – გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში გაიმართება.
GAMMA Images ქართული ონლაინ ფოტოგალერეაა. ის აერთიანებს სხვადასხვა მიმდინარეობის ფოტოგრაფებს. მისი პრეზენტაცია შედგება „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში. მისი მიზანია ქართული ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია, რომ ამავე პლატფორმის საშუალებით, ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენისა და ინტერაქციის შესაძლებლობა მიეცეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი თანამედროვე ქართველ ფოტოგრაფებს ეკუთვნით. ექსპოზიციის სპეციფიკა კონცენტრირებულია დაკვირვებაზე, თუ როგორ ვითარდება ქართული ფოტოხელოვნება და ქრონოლოგიურად რა ჭრილში იცვლება მისი შინაარსი — როგორც ვიზუალურად, ისე კონცეპტუალურად.

კომენტარი