პლასტმასის ბოთლების გამოყენებით შექმნილი სახლები – კანადელი მეწარმის კეთილშობილური იდეა

პლასტმასის ბოთლების გამოყენებით შექმნილი სახლები – კანადელი მეწარმის კეთილშობილური იდეა

131
გაზიარება

დროის სვლასთან ერთად, ჩვენს ზემოქმედებას ბუნებაზე უფრო და უფრო კატასტროფული შედეგები მოჰყვება. დაბინძურებულია ჰაერი, წყალი, ნადგურდება ფლორა და ფაუნა. საბედნიეროდ, ამ მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ ადამიანები ათასგვარ სასარგებლო ინიციატივას იჩენენ და ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, ბუნებას ზიანი აარიდონ. ერთ-ერთი ასეთი ე.წ. ეკომეგობრული იდეა კანადელ მეწარმეს, რობერტ ბეზეუს ეკუთვნის. მან შეაგროვა მიმოფანტული პლასტმასის ბოთლები და გადაწყვიტა, ისინი ხელახლა გამოეყენებინა.
რობერტმა ბოკას-დელ-ტოროში შექმნა დასახლება, სადაც ყველა სახლი პლასტმასის ბოთლების გამოყენებით ააშენა.

კომენტარი