რამდენი ადამიანი დაჯარიმდა თბილისში ხმაურის ნორმების გადამეტების გამო?

რამდენი ადამიანი დაჯარიმდა თბილისში ხმაურის ნორმების გადამეტების გამო?

345
გაზიარება

უკვე 2 წელი სრულდება, რაც საქართველოს პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, მოქალაქეების მხრიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება მათ დაჯარიმებას იწვევს. ხმაურის ზღვრული დონე თბილისში, საშუალოდ, 30-40 დეციბელია.

59426149_860047674387628_5768766120823619584_n

პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირებს აფრთხილებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით ჯარიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 182 ოქმი შეადგინა. აქედან 105 ოქმი გაფრთხილების, ხოლო 77 ჯარიმის შესახებ. ჯარიმებში გადახდილი ჯამური თანხა შეადგენს 19 000 ათას ლარის.

კომენტარი