ლომებთან მეომარი და სამეფო კობრა დესერტად – ცხოველი, რომელსაც არავისი და არაფრის...

ლომებთან მეომარი და სამეფო კობრა დესერტად – ცხოველი, რომელსაც არავისი და არაფრის ეშინია

3760
გაზიარება

მას არავისი და არაფრის ეშინია. აზიის უდაბნოებში  და აფრიკულ სავანაში მასთან შეხვედრას ყველა ერიდება. ლომი, ლეოპარდი, ვარანი და თვით სამეფო კობრაც კი გაურბის მასთან შეხვედრას. მეტიც, ყველაზე შხამიან ქვეწარმავლებს, მათ შორის სამეფო კობრას მის რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

1509430805159934169შეიძლება ითქვას, რომ ამ პატარა და შეუხედავ არსებას ცხოველთა სამყაროში ბუნებრივი მტერი არა ჰყავს.  სქელი და უხეში კანი, ბასრი ბჭყალები და უძლიერესი იმუნური სისტემა – ეს თაფლიჭამიას სავიზიტო ბარათია.

1509431750146315516კანი იმდენად უხეში, ამავდროულად,  ელასტიური და მაგარი აქვს, რომ მას ლომის ბრჭყალებიც კი ვერაფერს აკლებს. მისი იმუნური სისტემა სამეფო კობრის ნაკბენსაც უძლებს, მხოლოდ რამოდენიმე წამით ითიშება და საბრძოლველად ისევ მზადაა.

1509431630152867508ამ პატარა ცხოველის კუჭს ფაქტობრივად ყველანაირი საკვების მონელება შეუძლია. ძლიერი ყბები და ბასრი კბილები, საშუალებას აძლევს კუს ჯავშანიც კი გაღღრნას.

1509431564162190083ამ ყველაფერთან ერთად, თაფლიჭამიას საბრძოლო არსენალშია სპეციალური სითხე, რომელსაც ანალური ხვრელიდან აფრქვევს და ირგვლივ საშინელ სუნს აყენებს.

1509431584142638388მიუხედავად იმისა, რომ თაფლიჭამია ფაქტობრივად ყველაფერს ჭამს, მისი მთავარი საკვები თაფლია. განსაკუთრებული ყნოსვის წყალობით გარეული ფუტკრების სკას ის ადვილად აგნებს და ყოველგვარი მორიდების გარეშე შეექცევა წლობით ნაგროვებ ფიჭას.

213341234

ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო ნათქვამია და თაფლიჭამიას შესაძლებლობებში თავად დარწმუნდებით, როცა ამ ვიდეოს ნახავთ.

კომენტარი